The Rolling Stones-მა საკუთარი ჰიტი უკრაინელ ბავშვებთან ერთად შეასრულა

The Rolling Stones-მა საკუთარი ჰიტი უკრაინელ ბავშვებთან ერთად შეასრულა

ლეგენდარულმა როკ-ჯგუფმა, The Rolling Stones-მა, ავსტრიაში, ვენაში გამართულ კონცერტზე, სცენაზე უკრაინელი ბავშვების გუნდები მიიწვია, რათა ერთად შეესრულებინათ ჰიტი - You Can't Always Get What You Want.

„დიდებული ღამე გვქონდა! მადლობა ვენას და განსაკუთრებული მადლობა უკრაინულ გუნდებს - VOGNYK-სა და DZVINOCHOK-ს, რომლებიც You Can't Always Get What You Want!-ის შესრულებისას შემოგვიერთდნენ“, - დაწერა მიკ ჯაგერმა Facebook-ზე.