ქლოი კარდაშიანი და ტრისტან ტომფსონი მეორე ბავშვს ელოდებიან

ქლოი კარდაშიანი და ტრისტან ტომფსონი მეორე ბავშვს ელოდებიან

ქლოი კარდაშიანი თავის ყოფილ ბოიფრენდთან „ჩიკაგო ბულსის“ კალათბურთელთან ტრისტან ტომფსონთნ მეორე შვილს ელოდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაცით, წყვილმა სუროგატის დახმარებას მიმართა. ამას კარდაშიანების ოჯახის წარმომადგენელიც ადასტურებს.

ქლოის და ტრისტანს 4 წლის ქალიშვილი, თრუ ჰყავთ, თუმცა წყვილი დეკემბერში დაშორდა, ტომფსონის ღალატის გამო. ისინი ქალიშვილს ერთად ზრდიან.