ახალი წყვილი: ბრედლი კუპერი ჰილარი კლინტონის ყოფილ თანაშემწეს, ჰუმა აბედინს ხვდება

ახალი წყვილი: ბრედლი კუპერი ჰილარი კლინტონის ყოფილ თანაშემწეს, ჰუმა აბედინს ხვდება

უკვე რამდენიმე დღეა, რაც უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები იუწყებიან ინფორმაციას, რომ ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი საკმაოდ წარმატებული პოლიტიკური კარიერის მქონე ქალბატონს, ჰუმა აბედინს უკვე რამდენიმე თვეა მალულად ხვდება.

როგორც ჩანს, წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროვებს, თუმცა მათთან დაახლოებულმა პირებმა ტაბლოიდებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათი ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზეა.

შეგახსენებთ, რომ ჰუმა აბედინი გახლდათ ჰილარი კლინტონის თანაშემწე და კონგრესმენ ენტონი ვაინერის ყოფილი მეუღლე. ახალი ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.