უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამუდმებით ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყოფილი ვარსკვლავური წყვილი, ჟერარდ პიკე და შაკირა ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ.
კოლუმბიელი მომღერალი და ესპანელი ფეხბურთელი ერთმანეთს 12 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, რამდენიმე კვირის წინ დაშორდნენ. მათ ორი საერთო შვილი, მილანი და საშა ჰყავთ. წყვილის დაშორების მიზეზი ჟერარდ პიკე გახლდათ, როდესაც მან მეუღლეს უღალატა. ამჟამინდელი ინფორმაციით, პიკე შეყვარებულს დაშორდა და შაკირასთან შერიგება სურს.
ყოფილი ვარსკვლავური წყვილი აღნიშნავს, რომ შვილების გამო ურთიერთობის აღდგენაზე აუცილებლად იმუშავებენ, თუმცა, ერთ–ერთი მიზეზი, რაზეც ისინი ვერ თანხმდებიან, ეს საცხოვრებელი ადგილია. როგორც ჩანს, პიკეს ბარსელონაში, შაკირას კი შვილებთან ერთად მაიამიში დარჩენა სურს.