ამერიკელი ტურისტი ვულკან ვეზუვის კრატერში ჩავარდა

ამერიკელი ტურისტი ვულკან ვეზუვის კრატერში ჩავარდა

ამერიკელი ტურისტი ვულკან ვეზუვის კრატერში ჩავარდა, როდესაც დაცემული ტელეფონის ამოღებას ცდილობდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, 23 წლის კაცი ვულკანთან იმ ბილიკზე სეირნობდა, რომელზეც გადაადგილება აკრძალულია, რის შესახებაც ტურისტებს გამაფრთხილებელი ნიშნები აფრთხილებს. თუმცა, კაცმა და მისმა თანამგზავრებმა მაინც ეს მარშრუტი აირჩიეს.

საბედნიეროდ, კრატერში ჩავარდნის შემდეგ კაცს ხელებსა და წელზე მხოლოდ რამდენიმე ჩალურჯება აღენიშნებოდა. სამედიცინო დახმარება მას ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა აღმოუჩინა. კლინიკაში გადაყვანაზე ტურისტმა უარი განაცხადა. შესაძლოა იტალიის პოლიციამ მას ბრალდებაც წაუყენოს აკრძალულ ტერიტორიაზე შესვლის გამო.