ცნობილ ადამიანებს ფილმის გადაღებისა თუ სიმღერის ჩაწერისას უამრავ ხალხთან უწევთ ურთიერთობა. მუშაობის პროცესში კი ხშირია კონფლიქტები, რომელთა ინიციატორებიც ხშირად ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავები არიან.
იმ 8 შემთხვევის შესახებ გიამბობთ, როცა ცნობილი ვარსკვლავები გადამღებ ჯგუფსა და პერსონალის სხვა წევრებს უხეშად მოექცნენ. მართალია, ზოგიერთმა მათგანმა მოგვიანებით ბოდიშიც მოიხადა, თუმცა, როგორც ჩანს, ემოციების კონტროლი არც ცნობილი ადამიანებისთვისაა მარტივი, მაშინაც კი, როცა კამერების წინ იმყოფებიან.
1. ხოაკინ ფენიქსი ჯოკერის გადაღებების დროს ოპერატორის ჩურჩულზე გაბრაზდა, რომელსაც უყვირა და კარგადაც გამოლანძღა
2. ინტერვიუს დროს მადონა ოთახში მყოფ ხალხს უხეშად ესაუბრა, რადგან სიცხემ შეაწუხა და კონდიციონერიც არსად იყო
3. ჯასტინ ბიბერს ვიდეოკლიპის გადაღების დროს ოპერატორის მუშაობა არ მოეწონა, რომელსაც შენიშვნები საჯაროდ მისცა
4. Criminal Minds-ის მსახიობი თომას გიბსონი როლიდან მოხსნეს, რადგან შეკამათების დროს სცენარისტს წიხლი ჰკრა
5. უთანხმოების გამო ბილ მიურეიმ პროდიუსერი ტბაში ჩააგდო
6. კაილი ჯენერმა Keeping Up with the Kardashians-ის გადაღებებზე ოთახში უკითხავად შესულ პროდიუსერს უხეშად მიანიშნა, რომ საჭირო ოთახში შესვლა არ აცადა
7. სტივ ჯობსმა პრეზენტაციის დროს კამერის ჩართვა ვერ შეძლო და გაბრაზებულმა კამერა ამაზე პასუხისმგებელ გუნდის წევრს ესროლა
8. და ბოლოს, კრისტინა აგილერა იმ ადამიანზე გაბრაზდა, რომელმაც მისი ინტერვიუს დროს შემთხვევით დაახველა