ილონ მასკის თქმით, იგი Twitter-ის შესაძენად დადებულ 44-მილიარდიან შეთანხმებას დაასრულებს, რადგან კომპანიამ ბიზნესმენი პლატფორმაზე არსებული ყალბი ანგარიშების შესახებ ინფორმაციით არ უზრუნველყო.
მასკის ადვოკატების განცხადებით, ზემოხსენებულ ინფორმაციას კომპანიის ბიზნესპერფორმანსისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა Twitter-მა ამასთან დაკავშირებული მოთხოვნები უგულებელყო.
"Twitter ზოგჯერ მასკის მოთხოვნებს არ აქცევდა ყურადღებას, ზოგჯერ გაუმართლებელი მიზეზების გამო უგულებელყოფდა მათ, ზოგჯერ კი სულაც შესრულებაზე თანხმდებოდა, მაგრამ მასკს არასრულ და გამოუსადეგარ ინფორმაციას აძლევდა", — ვკითხულობთ დოკუმენტებში.
შესაბამისად, ისინი ტვიტერს მცდარი წარმოდგენის შექმნისთვის ადანაშაულებენ — მასკი სწორედ ამ წარმოდგენებს დაეყრდნო, როდესაც გაერთიანების შეთანხმებაში ჩაერთო.
Twitter-ს მედიაორგანიზაციებთან კომენტარი მაშინვე არ გაუკეთებია.
კომპანიის თავმჯდომარის, ბრეტ ტეილორის, მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ ტვიტში ვკითხულობთ, რომ "Twitter-ის საბჭო მასკთან შეთანხმებულ ფასსა და პირობებზე ტრანსაქციას დახურავს", გაერთიანების შეთანხმების სისრულეში მოსაყვანად კი ლეგალური გზებით განაგრძობენ მოქმედებას.