დარწმუნებული არ ვარ, რომ ოპოზიცია კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს დეპოლარიზაციისთვის - ჩვენ ჩვენი მხრიდან მზად ვართ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ამისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დეპოლარიზაციის საკითხი ევროკომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა და შესასრულებელია იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ ოპოზიცია კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს დეპოლარიზაციისთვის, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა და დათქმა იმ 12-პუნქტიან გეგმაში. ჩვენ ჩვენი მხრიდან მზად ვართ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ამისთვის, რადგან დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანა. შესასრულებელია იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. დარწმუნებული არ ვარ იმაში, რომ ყველა გადადგამს ნაბიჯს და იქნებიან კონსტრუქციულები, თუმცა, არიან ისეთები, ვისაც აქვს იმის სურვილი, რომ დეპოლარიზაცია განხორციელდეს“, - განაცხადა კალაძემ.