გუშინ უზენაესმა სასამართლომ თემურ ხაჩიშვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, ხაჩიშვილი რუსთავში იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით 25 აპრილს დააკავეს.
მას თბილისის საოლქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რაც ხაჩიშვილის ადვოკატმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
საქმე ისაა, რომ საოლქო სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების უფლება არ ჰქონდა, რადგან ხაჩიშვილს გენერლის წოდება აქვს.