აბსურდის თეატრია: ეს არახამია 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეა. ამავე დროს ნახეთ რა ხდება: რუსეთის სანქცირების ჯგუფს მოაწერა ხელი ზელენსკიმ. ნაცვლად იმისა, რომ უამრავი თავიანთი მოქალაქეები ჰყავთ გამოსაკვლევი, გადაერთნენ ბელარუსზე, - ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ასევე მოადგნენ საქართველოს. რატომ? იმიტომ, რომ ამ მე-5 კოლონას იქ ჰყავს წარმომადგენლები. მეორე ოფისი გახსნილი აქვს ნაცბანდას უკრაინაში და რა სურთ? მათი ერთადერთი დავალებაა, რომ საქართველოში როგორმე გაიხსნას მეორე ფრონტი- ისევ სისხლისღვრა. არ გამოუვათ არაფერი“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.