ლეგენდარულმა ამერიკელმა გიტარისტმა კარლოს სანტანამ სცენაზე გონება დაკარგა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 74 წლის მუსიკოსი მიჩიგანში, დეტროიტის მახლობლად, კლარკსტონში მართავდა კონცერტს, როდესაც ცუდად გახდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებზე ჩანს თუ როგორ უწევენ მას ექიმები დახმარებას პირდაპირ სცენაზე.
სანტანა ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მუსიკოსის მენეჯერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას გაუწყლოება და თბური დარტყმა ჰქონდა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს. თავად სანტანამ კი Facebook-ზე დაწერა, რომ „წყლის დალევა და ჭამა დაავიწყდა, ამიტომ გაუწყლოება დაემართა და სცენაზე გონება დაკარგა“.