დავით მათიკაშვილი: ოპოზიციასთან ურთიერთობა უნდა შედგეს მათი სურვილის შესაბამისად, სურვილი კი მაშინ ყალიბდება, როცა შენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივაა პრიორიტეტი შენი პარტიისთვის და არა ხელისუფლების აყირავება

ოპოზიციასთან ურთიერთობა და მათთან ჩართულობა უნდა მოხდეს მათი სურვილის შესაბამისად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„სურვილი კი მაშინ ყალიბდება, როცა კრიმინალური და ხელისუფლების შეცვლის გეგმები კი არ გაქვს, არამედ საღად უყურებ მოვლენებს და შენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, გზა სტატუის მინიჭება და სრულყოფილი გაწევრიანება პრიორიტეტია შენი პარტიისთვის და არა ხელისუფლებაში მოსვლა, ხელისუფლების აყირავება და კრიმინალური შინაარსი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.