შპს „ქართული კვების კომპანია“ სხვადასხვა სახის სამზარეულო ინვენტარისა და დანადგარების შესყიდვის მიზნით ფასთა გამოკითხვას აცხადებს.
შესყიდვის ობიექტია სხვადასხვა სახის სამზარეულო ინვენტარისა და დანადგარების შესყიდვა 14 ლოტად, სავარაუდო ჯამური ღირებულებით 2 652 473 (ორი მილიონ ექვსასორმოცდათორმეტიათას ოთხასსამოცდაცამეტი) ლარი. შესასყიდი საქონლის დასახელება, რაოდენობა, ტექნიკური პარამეტრები და ლოტების სავარაუდო ღირებულება მოცემულია ცხრილი N1-ში, რომლის ნახვაც შესაძლებელია www.jobs.ge, www.hr.com.ge და თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მიწოდების პირობები: შესასყიდი საქონლის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 დღისა. მიწოდების ადგილი საქართველო (კონკრეტული მიწოდების ადგილი ხელშეკრულების გაფორმების დროს დაზუსტდება).