კაპრალი, რომელმაც სენაკის სამხედრო ბაზა თვითნებურად დატოვა, დისციპლინური წესით დაისჯება

კაპრალი, რომელმაც სენაკის სამხედრო ბაზა თვითნებურად დატოვა, დისციპლინური წესით დაისჯება

დაკარგული კაპრალი ლევან შაკაია სენაკის სამხედრო ბაზაზე დაბრუნდა.

ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"8 ივნისს სამხედრო მოსამსახურემ კაპრალმა ლევან შაკაიამ სენაკის სამხედრო ბაზა თვითნებურად დატოვა. ორდღიანი ძიების შემდეგ გუშინ საღამოს სამხედრო იპოვეს. ლევან შაკაია სამხედრო პოლიციამ სახლისკენ მიმავალ გზაზე შეამჩნია. საქართველოს შეიარაღებული ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების 174-ე მუხლის თანახმად, სამხედრო, რომელიც სამხედრო ნაწილს დატოვებს და ქვედანაყოფში ორი დღე-ღამის ვადაში დაბრუნდა, დისციპლინური წესით დაისჯება. 48 საათის შემდეგ სამხედრო ბაზაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება", - აღნიშნულია განცხადებაში.