რუსეთის ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელიც 12 ოქტომბერს თბილისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს გამართავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასს“ მენიუში ვატრუშკები, ხიზილალა, რასსოლნიკი, ზუთხი და ლაფშის სუპი შეუკვეთა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფეხბურთის კავშირთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მენიუში ქართული კერძები არ იქნება. „ფეხბურთელებს ჩვეული კვება უნდა ჰქონდეთ“, - თქვა მან.
ამავე წყაროს ცნობით, სასტუმროს ადმინისტრაცია რუსი ფეხბურთელების გასტრონომიული მოთხოვნილების მაქსიმალურად დაკმაყოფილების პირობას იძლევა.
რუსეთის ნაკრები ჩარტერული რეისით 11 ოქტომბერს ჩამოფრინდება.
„შერატონ მეტეხი პალასში“ მათთვის მთელი მეექვსე სართულია დაქირავებული.