გუბაზ სანიკიძე: ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მე-20 საუკუნე სჭირდა – რაც ემიგრაცია იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს

გუბაზ სანიკიძე: ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მე-20 საუკუნე სჭირდა – რაც ემიგრაცია იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს

ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მე-20 საუკუნე სჭირდა – რაც ემიგრაცია იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პარლამენტარმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ბიძინას პრიმიტიული ტაქტიკაა, ერთ მხარეს ღარიბაშვილი ბნელებისთვის და მეორე მხარეს სალომე ზურაბიშვილი დასავლეთის მომხრეებისთვის. რომელიც დამჭირდება, იმას წამოვწევო. ორი ხელით მუშაობს ივანიშვილი ერთი ხელია ბნელი, ჩვენი საზოგადოების არქაული მხარე, აქეთ ვითომ სიმათლე, ვითომ ევროპისკენ… თან საფრანგეთიდანაა ჩამოსული, ქართული ემიგრაციის ლოგიკური შედეგია, რა ემიგრაციაც იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს ახლა, მაშინდელი სოციალ-დემოკრატების და აქ კიდევ ვიღაცები გამოჩნდებიან – რას ერჩიანო. ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მე-20 საუკუნე სჭირდა. “ვეფხისტყაოსანი” იქ რომ წაიკითხა და უი რა კაი ყოფილაო,” – თქვა გუბაზ სანიკიძემ.

Aburjga Tasmanieli გუბაზ, კარგია ჟორდანიამ ემიგრაციაში მაინც ნებაყოფლობით რომ წაიკითხა ვეფხის ტყაოსანი ეს ძალიან კარგია. როცა მას მოეწონა წაკითხული, ეს კიდევ უფრო უკეთესი! მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ თქვენი მამა, ღირსეული ქართველი მწერალი, ბატონი ლევანი გაიძულებდათ (შეიძლება ხანდახან წაგიტყაპუნებდათ კიდეც) ვეფხის ტყაოსანის წაკითხვას! ასე რომ არ ყოფილიყო და გულისყურით მოჰკიდებოდით ვეფხისტყაონის გაცნობას და მერე შესწავლას დღეს ასეთ შავ დღეში არ იქნებოდით! თქვენთვის ოდნავ შევასწორებ -
ბრძენი? ვინ ბრძენი, რა ბრძენი? ხელი ვითა იქმს ბრძნობასა?

ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა იყო ცნობასა;
3 წლის უკან