საფრანგეთის ელჩი გვარამიას საქმეზე: არ ვაკეთებ კომენტარს ინდივიდუალურ საქმეებზე, თუმცა ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აჩენს კითხვებს

საფრანგეთის ელჩი გვარამიას საქმეზე: არ ვაკეთებ კომენტარს ინდივიდუალურ საქმეებზე, თუმცა ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აჩენს კითხვებს

პირადად მე არ ვაკეთებ კომენტარს ინდივიდუალურ საქმეებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. თუმცა ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აჩენს კითხვებს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა, რითაც ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო განაჩენს გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, ეს ბადებს კითხვებს. პირადად მე არ ვაკეთებ კომენტარს ინდივიდუალურ საქმეებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. თუმცა ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აჩენს კითხვებს. ფუნდამენტური კითხვა, ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც აქ სასწორზე დევს, არის სიტყვის თავისუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტები კანონზე მაღლა დგანან, თუმცა როდესაც არის სასამართლო დევნა, სასამართლო საქმეები, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს მიმართული, რომ თავიდან იყოს აცილებული სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა. დგას თუ არა ეს საკითხი აქ, ეს არის კითხვა, რომელსაც ხალხი დასვამს, დაცულია თუ არა საქართველოში სრულად სიტყვის თავისუფლება თუ ეს არის ზეწოლის შემთხვევა, ეს არის კითხვა. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც იქნება, რატომ არის ოპოზიციურად განწყობილი ამდენი ადამიანი საქართველოში ციხეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მე მივიღებ ამ შეკითხვებს, მე არ მაქვს პასუხები; თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეკითხვებს მივიღებ“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

16 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.