ინგრედიენტები
5 ცალი კომში
120 გრამი ნიგოზი
150 გრამი თაფლი
100 გრამი ქიშმიში
100 გრამი კარაქი
1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
1/2 ჩ/კ დარიჩინი
1/2 ჩ/კ ვანილი
მომზადება
კომში გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და შუაგული ამოაჭერით.
თითოეული ნაჭრის შუაგულში 10 გრ კარაქი მოათავსეთ.
ამასობაში, დაჭერით ნიგოზი და ქიშმიშთან და თაფლთან ერთად აურიეთ. დაუმატეთ ½ ჩ/კ დარიჩინი, ½ ჩ/კ ვანილი და კარგად აურიეთ. თითოეული ნაჭერი მიღებული ნაზავით ამოავსეთ.
საცხობ ლანგარს მოუსვით ცხიმი და დაასხით 1 ჭიქა წყალი. მოალაგეთ გამზადებული კომში და 160 C-ზე 40 წუთით ოდნავ შებრაწვამდე აცხვეთ. მიირთვით თბილი. გემრიელია ვანილის ნაყინთან ერთად.