ახალი კარტოფილი კამით

ახალი კარტოფილი კამით

ინგრედიენტები

700   გრამი ახალი კარტოფილი

1   ს/კ ზეითუნის ზეთი

1/2  ჩ/კ ზღვის მარილი

დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

2   ს/კ დაჭრილი კამა

1/2  ცალი ლიმონის წვენი

მომზადებ

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 220 C-ზე.

კარტოფილი გარეცხეთ. საცხობ ლანგარზე კარტოფილი ზეითუნის ზეთში აურიეთ და შეაზავეთ მარილითა და პილპილით.

წვით 15 წუთით. მოურიეთ და წვით კიდევ 10 წუთით, სანამ კარტოფილები გარედან ხრაშუნა, ხოლო შიგნიდან რბილი არ იქნება. ღუმელიდან გამოღებამდე მოაყარეთ დაჭრილი კამა.

კარტოფილს ლიმონის წვენი მოასხურეთ და მორთეთ კამით. მიირთვით მომზადებისთანავე.