ვინ არის შორენა ბეგაშვილის ახალი „შეყვარებული“?

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ახალი „შეყვარებული“?

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ახალი შეყვარებული? – ეს კითხვა თბილისში უკვე დიდი ხანია საზოგადოების ყველა ფენას აინტერესებს.

მიმდინარეობს იმის გარკვევა, თუ სად, როგორ და როდის გაიცნო ბიჭი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მსახიობს დაცვა აუყვანა.

ვინ აწუხებდა და ვისგან იცავს საყვარელ ქალს მოსკოვში მცხოვრები მეგრელი, რომლის სახელსა და გვარსაც ჯერჯერობით არ ვასახელებთ, რათა უხერხულობაში არ ჩავაგდოთ არც ერთი მხარე.

ალბათ, მეფის მხრიდან მუქარები და დაშინებები ჯერ კიდევ აქტუალურია და ეს ამბავი არ დამთავრებულა.

რაც შეეხება შეყვარებულს, როგორც გავიგეთ, ის ოცდაათ წელსაა გადაშორებული, შორენამ თბილისში, ერთ-ერთ კლუბში გაიცნო. ახალგაზრდა კაცი მოსკოვში ცხოვრობს და საკმაოდ გავლენიანი ადამიანის შვილია. თუმცა, თვითონაც საკმაოდ სერიოზული ბიზნესი და კავშირები აქვს.

მის ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ორგვარი ინფორმაცია ვრცელდება. ვიცით, რომ მას ჰყავს მეუღლე და შვილები. თუმცა, იმასაც ამბობენ, მეუღლეს დაშორდაო.

რომელი ამბავია მართალი, ამის დადგენას ვეცდებით. თუმცა, ერთმანეთი რომ ძალიან უყვართ, ამაზე ბევრი ლაპარაკობს. შორენამ მისი სახელის ტატუც კი გაიკეთა.

იმასაც ამბობენ, რომ წყვილი ღიად სიარულს არ ერიდება და როდესაც შორენას რჩეული თბილისშია ქუჩებშიც კი მშვიდად დადიანო. ისიც თქვეს, შეყვარებული შორენას სისტემატურად ძალიან ძვირფას საჩუქრებს უკეთებსო.

როგორც ჩანს, სიყვარულს არ მალავენ. როგორ განვითარდება მათი დისტანციური სიყვარული თბილისი-მოსკოვის გზაზე, ამას, ალბათ, დრო გვიჩვენებს, რადგან ამ ქალაქში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არაფერი იმალება.