ვიქტორ ყიფიანი უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე: სად არის ის მტკიცებულებები, არგუმენტები და ფაქტობრივი მასალა, რომელიც ამ თითქოსდა დანაშაულს დაასაბუთებს?

ვიქტორ ყიფიანი უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე: სად არის ის მტკიცებულებები, არგუმენტები და ფაქტობრივი მასალა, რომელიც ამ თითქოსდა დანაშაულს დაასაბუთებს?

ერთის მხრივ, გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები, საიდანაც ცალსახად გამომდინარეობს დასკვნა, რომ საქართველო დგას უკრაინისა და მაშასადამე, დასავლური კოალიციის გვერდით და ამ გვერდში დგომაში ჯერჯერობით არანაირი ეჭვი და ვარაუდი არ არის. მეორეს მხრივ არის უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადება და რამდენიმე დეპუტატის კომენტარი, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რატომ უნდა ვენდო რადის დეპუტატს ან თუნდაც უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებას და არ უნდა ვენდო საერთაშორისო საზოგადოების აზრს ან თუნდაც ჩვენი სპეცსამსახურების აზრსა და შეფასებას? იმდენად მძიმეა ბრალდება. რომ ეს ბრალდება უნდა იყოს დასაბუთებული, მყარი და არგუმენტირებული. სად არის ის მტკიცებულებები, არგუმენტები და ფაქტობრივი მასალა, რომელიც ამ თითქოსდა დანაშაულს დაასაბუთებს? ვფიქრობ, პრინციპულები უნდა ვიყოთ და ამავდროულად სამართლებრივად კორექტულები“, - განაცხადა ყიფიანმა.