ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მოსკოვს უკვე სერიოზულად აღიზიანებს. ბოლოს გაკეთებული განცხადების გამო კი მას შეიძლება ალკოჰოლის მოყვარული რუსები გადაემტერონ.
„კომსომოლსკაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სათანადო ზომებს უნდა მიმართოს.
„ალკოჰოლიზმი რუსეთის მოსახლეობას ანადგურებს. ამიტომ ხელისუფლებამ მშრალი კანონი უნდა შემოიღოს“, - მიიჩნევს კადიროვი.
მშრალი კანონის ამოქმედებას ის უკვე შეუდგა. პრინციპში ნახევრად მშრალი კანონი გამოუვიდა, რადგანაც ჩეჩნეთში სასმელი მაინც იყიდება.
კადიროვის სამფლობელოში არაყის ყიდვა დილის 8 საათიდან 10 საათამდე შეიძლება მხოლოდ.