ჩიხირთმა

ჩიხირთმა

ინგრედიენტები

ქათამი

4   თავი ხახვი

4   ს/კ პურის ფქვილი

2   ცალი კვერცხი

3   ს/კ ძმარი

ცოცხალი ქინძი

მარილი

მომზადებ

მოვხარშოთ მთლიანი ქათამი. შემდეგ დროებით ამოვიღოთ ქვაბიდან, ბულიონი კი დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ.

წვრილად დავჭრათ ხახვი, ამოვიღოთ ბულიონის მხოლოდ ცხიმიანი ნაწილი და დავასხათ მას. მოვაყაროთ მარილი და მოვშუშოთ ტაფაზე, შემდეგ კი ბულიონში ჩავაბრუნოთ.

ერთ ჭიქა ცივ წყალში გავხსნათ პურის ფქვილი და დუღილის პერიოდში მყოფ ბულიონში ჩავასხათ, თან მუდმივად ვურიოთ.

ორი ცალი კვერცხი გავთქვიფოთ დაახლოებით 2-3 სუფრის კოვზ ძმართან ერთად(ან უფრო მეტი სურვილისამებრ), ჩავასხათ ბულიონში და შეუჩერებლად ვურიოთ, რომ კვერცხი არ აიჭრას.

ბოლოს, ბულიონს მოვაყაროთ მარილი, ჩავაწყოთ დაჭრილი ქათმის ნაჭრები და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი. გემრიელად მიირთვით!