ინგრედიენტები
2 ჭიქა გახეხილი ყაბაყი
2 ჭიქა გახეხილი სტაფილო
2 კბილი დაკეპილი ნიორი
2/3 ჭიქა ფქვილი
2 ცალი ათქვეფილი კვერცხი
1/3 ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი
არაჟანი მისართმევად
მომზადება
გახეხილი ყაბაყი საწურზე მოათავსეთ და მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი. გააჩერეთ 10 წუთით. შემდეგ, ხელით რაც შეგიძლიათ მაგრად გაწურეთ.
გადაიტანეთ დიდ თასში და დაუმატეთ სტაფილო, ნიორი, ფქვილი, ათქვეფილი კვერცხი, დაჭრილი მწვანე ხახვი, ¼ ჩ/კ მარილი, 1/8 ჩ/კ პილპილი და კარგად აურიეთ.
თეფშზე დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი. საშუალო ტემპერატურაზე მოათავსეთ დიდი ტაფა და დაასხით ზეითუნის ზეთი. ბოსტნეულის ნაზავი (დაახლოებით 3 ს/კ ოდენობის) ტაფაზე გადაიტანეთ და დააბრტყელეთ. მაჭკატებს შორის 2–3 სმ ადგილი დატოვეთ.
მაჭკატები 2–3 წუთით წვით, შემდეგ გადააბრუნეთ და მეორე მხარეს 1–2 წუთით წვით – შებრაწვამდე და გახრაშუნებამდე. გადაიტანეთ წინასწარ გამზადებულ თეფშზე და მოაყარეთ მარილი.
მიირთვით მომზადებისთანავე. გემრიელია არაჟანთან ერთად.