ინგრედიენტები
1 1/5 ლიტრი მაწონი
1 ცალი ჭარხალი
100 გრამი კიტრი
მწვანე ხახვი და კამა გემოვნებით
2 ცალი კვერცხი
2 ს/კ მჟავე კიტრის წვენი
1 ჩ/კ მდოგვი
მარილი გემოვნებით
მომზადება
ჭარხალი გარეცხეთ, გაფცქვენით და მარილიან წყალში მოხარშეთ (ნახარში არ გადაღვაროთ).
კვერცხი მოხარშეთ. კიტრი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. გაციებული ჭარხალი წვრილად დაჭერით ან სახეხზე გახეხეთ.
ხახვი და კამა დაჭერით. მოაყარეთ მარილი და დასრისეთ, დაუმატეთ მდოგვი.
მოხარშული კვერცხი დაჭერით. დაუმატეთ კიტრი, ჭარხალი, მწვანილი, მაწონი. ჩაასხით ჭარხლის ნახარში და მჟავე კიტრის წვენი. ჩააყარეთ მარილი და მაცივარში შედგით. მორთეთ კვერცხით და გემრიელად მიირთვით!