ორაგული კარტოფილითა და სოკოთი

ორაგული კარტოფილითა და სოკოთი

ინგრედიენტები

450   გრამი პატარა ახალი კარტოფილი

230   გრამი ქამა სოკო

3   ს/კ ზეითუნის ზეთი

მსხვილი მარილი და შავი პილპილი

550   გრამი კანგაცლილი ორაგულის ფილე

1   ს/კ წითელი ღვინის ძმარი

1   ს/კ მარცვლიანი მდოგვი

1   ჩ/კ თაფლი

2   ს/კ დაჭრილი ახალი ოხრახუში

მომზადებ

გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. საცხობ ლანგარზე აურიეთ შუაზე გაჭრილი კარტოფილი(დაახლ. 10 ცალი), სოკო, 1 ს/კ ზეთი და ½ ჩ/კ მარილი და პილპილი.

წვით, ამოურიეთ ერთხელ, სანამ კარტოფილები დარბილებას დაიწყებს, დაახლოებით 20 წუთით.

ბოსტნეული ლანგრის კიდეებისაკენ გადაანაწილეთ და შუაში ორაგული მოათავსეთ. შეაზავეთ ¼ ჩ/კ მარილითა და პილპილით.

წვით, სანამ ორაგული თანაბრად არ გადაიბრაწება, სოკო დარბილდება და კარტოფილები ოქროსფრად შეიფერება, დაახლოებით 12–15 წუთით.

ამასობაში, თასში ერთად ათქვიდეთ ძმარი, მდოგვი, თაფლი, ოხრახუში, დარჩენილი 2 ს/კ ზეთი და ¼ ჩ/კ მარილი და პილპილი. მიღებული ნაზავი მირთმევამდე მოასხურეთ ორაგულსა და ბოსტნეულს.