ინგრედიენტები
340 გრამი ფეტუჩინი
4 ნაჭერი ბეკონი
3 კბილი დაკეპილი ნიორი
225 გრამი ქათმის ფილე
მარილი
ახლად დაფქული შავი პილპილი
4 ცალი ათქვეფილი კვერცხი
3/4 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
1/3 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში
მომზადება
დიდ ქვაბში მარილიან წყალში მოხარშეთ მაკარონი ფეტუჩინი. გადაწურეთ და შეინახეთ ½ ჭიქა ნახარში წყალი. მაკარონი ქვაბშივე ჩააბრუნეთ.
ამასობაში, დიდ ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე ბეკონი 5 წუთით წვით. დაუმატეთ ნიორი და წვით კიდევ 2–3 წუთით. გადაიტანეთ თასში.
ტაფაზე, ბეკონის ცხიმში, ზოლებად დაჭრილი ქათმის ხორცი გადაიტანეთ და მოუმატეთ ტემპერატურას. შეაზავეთ მარილითა და პილპილით და წვით დაახლოებით 10 წუთით, დროდადრო ამოურით.
შეამცირეთ ტემპერატურა და ბეკონი ისევ ტაფაზე გადაიტანეთ. დაუმატეთ მოხარშული ფეტუჩინი და კარგად ამოურიეთ.
პატარა თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ პარმეზანი და ოხრახუში. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
კვერცხის ნაზავი მაკარონს მოასხით და კარგად ამოურიეთ. დაუმატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი მაკარონის ნახარში წყალი.
მორთეთ პარმეზანითა და ოხრახუშით. მიირთვით მომზადებისთანავე.