შემწვარი ქათმის სუპი ატრიით

შემწვარი ქათმის სუპი ატრიით

ინგრედიენტები

2   ჩ/კ ზეითუნის ზეთი

1   ჭიქა დაჭრილი ხახვი

1   ჭიქა კუბიკებად დაჭრილი სტაფილო

1   ჭიქა დაჭრილი ნიახური

1   კბილი დაჭყლეტილი ნიორი

1/4  ჭიქა ფქვილი

1/2  ჩ/კ გამხმარი ორეგანო

 1/4 ჩ/კ გამხმარი ქონდარი

1/4  ჩ/კ ქათმის სანელებელი

6   ჭიქა ნაკლებმარილიანი ქათმის ბულიონი

4   ჭიქა კარტოფილი

1   ჩ/კ მარილი

2   ჭიქა შემწვარი ქათამი

1   ჭიქა შედედებული უცხიმო რძე

120   გრამი ატრია

ახალი ქონდარი გემოვნებით

მომზადებ

გააცხელეთ ზეითუნის ზეთი თუჯის ქვაბში საშუალო ტემპერტურაზე. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, სტაფილო, ნიახური და ნიორი. მოთუშეთ 5 წუთის განმავლობაში.

მოაყარეთ ბოსტნეულს ფქვილი, ორეგანო, ქონდარი, ქათმის სანელებელი და გააჩერეთ ცეცხლზე 1 წუთი. შეურიეთ ბულიონი, გაფრცქვნილი და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და მარილი. მიიყვანეთ დუღილამდე. მოუკელით ცეცხლს და ნახევრად თავდახურული ადუღეთ 25 წუთის განმავლობაში (ან კარტოფილის კარგად დარბილებამდე).

დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი შემწვარი ქათამი, რძე, მაკარონი (ატრია) და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში (ან მაკარონის კარგად დარბილებამდე). სურვილისამებრ მორთეთ ახალი ქონდარით, ბოსტნეულით.