1. ირაკლი მინდელი - მის პატიოსნებაში ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება.
2. ზაქარია ქუცნაშვილი - მისი შემუშავებულია ანტიკორუფციული პროექტი. ძნელია, იპოვო ასეთი გულწრფელი და სუფთა ადამიანი.
3. ნანა დევდარიანი - კარგად ვიცნობ და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იგი უპატიოსნესი ქალბატონია.
4. თენგიზ მოცრაძე - მთელმა ტყიბულმა და საქართველომ იცის, რომ წესიერების განსახიერება გახლავთ.
5. თემურ ოსეფაშვილი - იგი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მუშაობდა საპასუხისმგებლო პოსტზე - ყვარლის რაიონის პირველი მდივანი გახლდათ, მაგრამ მის პატიოსნებაში არც მაშინ და არც დღეს ეჭვი არავის შეჰპარვია. მოგეხსენებათ, კორუფცია მაშინაც მძვინვარებდა, თემურმა კი ყოველგვარ ცდუნებას გაუძლო.
6. გია ხაჭაპურიძე - უაღრესად პატიოსანი კაცი და მეცნიერებათა დოქტორი.
7. ამირან გამყრელიძე - სწორედ ის მინისტრია, რომელიც კორუფციაში არ გასვრილა!
8. ირაკლი ბათიაშვილი - კარგი პიროვნება და არაკორუმპირებული პოლიტიკოსი.
9. გიორგი თარგამაძე - თავისი პატიოსნებით ცნობილი ჟურნალისტი.
10. თამაზ კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე თბილისის აეროპორტის საბაჟოს უფროსი იყო, იგი ვერ შეაცდინეს. ამასთან, უაღრესად ნიჭიერი იურისტიც გახლავთ.