მოსიძე სუბელიანს სასამართლოში უჩივის

მოსიძე სუბელიანს სასამართლოში უჩივის

საკრებულოს ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ გიორგი მოსიძემ, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის კობა სუბელიანის წინააღმდეგ, საჯარო ინფორმაციის დამალვის გამო, რაც კანონით დასჯადია.

სუბელიანმა „ახალი მემარჯვენეების“ არც ერთ კითხვას არ გასცა პასუხი და „ალიასთან“ საუბარში აღნიშნა კიდეც, რომ მას არც კი ახსოვდა, რას ითხოვდნენ მემარჯვენეები.

იგი არც ფრაქციის სხდომაზე გამოცხადდა, სადაც მისი სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს თაობაზე ანგარიში უნდა წარედგინა.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი მოსიძემ სასამართლოში სარჩელის შეტანა.