გრილზე შემწვარი ორაგული

გრილზე შემწვარი ორაგული

ინგრედიენტები

700   გრამი ორაგულის ფილე

ლიმონის ცედრისა და პილპილის ნაზავი

ნივრის ფხვნილი, გემოვნებით

მარილი, გემოვნებით

1/3  ჭიქა სოიოს სოუსი

1/3  ჭიქა ყავისფერი შაქარი

1/3  ჭიქა წყალი

1/4  ჭიქა მცენარეული ზეთი

მომზადებ

შეანელეთ ორაგული ფილე ცედრა–პილპილის ნარევით, ნივრის ფხვნილითა და მარილით.

პატარა თასში აურიეთ სოიოს სოუსი, ყავისფერი შაქარი, წყალი და მცენარეული ზეთი, ურიეთ შაქრის კარგად გახსნამდე. მოათავსეთ თევზი შესაკვრელთავიანი ცელოფნის პაკეტში სოიოს სოუსის ნარევთან ერთად, დაკეტეთ თავი და შეანჯღრიეთ, რომ ხორცი სოუსით მთლიანად დაიფაროს, შემდეგ შედგით მაცივარში სულ მცირე 2 საათით.

წინასწარ გააცხელეთ გრილი საშუალო ტემპერატურაზე. წაუსვით ცოტაოდენი ცხიმი გრილის ცხაურს. მოათავსეთ ორაგული წინასწარ გაცხელებულ გრილზე და მოაშორეთ მარინადი. წვით ორაგულის თითოეული მხარე 6–დან 8 წუთამდე, ან სანამ ხორცი ჩანგლით ადვილად არ დაქუცმაცდება.