თამთა მეგრელიშვილი: მივმართავ სახელმწიფოში  ყველა შესაბამის სამსახურს - პასუხი აგოს ხატია დეკანოიძემ ქვეყნის დამაზიანებელი ტყუილის შეგნებულად გავრცელებისთვის

თამთა მეგრელიშვილი: მივმართავ სახელმწიფოში  ყველა შესაბამის სამსახურს - პასუხი აგოს ხატია დეკანოიძემ ქვეყნის დამაზიანებელი ტყუილის შეგნებულად გავრცელებისთვის

,,დეკანოიძე ერთ-ერთ უკრაინულ არხზე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეძებს შავ ხვრელებს, რათა დაეხმარონ პუტინს შექმნას იარაღი, რომ გააგრძელოს უკრაინელების მკვლელობა” - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორო თამთა მეგრელიშვილი ხარია დეკანოიძის განცხადებას. 

ასევე, მეგრელიშვილი მიმართავს შესაბამის სამსახურებს- პასუხი აგოს ხატია დეკანოიძემ ქვეყნის დამაზიანებელი ტყუილის შეგნებულდ გავრცელებისთვის.

,,ყველამ ნახეთ და მოისმინეთ ვანო მერაბიშვილის პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელის (2007-2012 წწ.) ხატია დეკანოიძის მოღალატეობრივი განცხადება! 

ის ერთ-ერთ უკრაინულ არხზე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეძებს შავ ხვრელებს, რათა დაეხმარონ პუტინს შექმნას იარაღი, რომ გააგრძელოს უკრაინელების მკვლელობა.

მივმართავ სახელმწიფოში  ყველა შესაბამის სამსახურს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური)- პასუხი აგოს ხატია დეკანოიძემ ქვეყნის დამაზიანებელი ტყუილის შეგნებულად გავრცელებისთვის!” -წერს მეგრელიშვილი Facebook - ზე.