ინგრედიენტები
4 ცალი თევზის ფილე
425 გრამი პომიდორი ჩერი
2 კბილი დაჭრილი ნიორი
1/2 ჭიქა ქათმის ბულიონი
1/2 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
1/2 ჩ/კ მარილი
1/2 ჩ/კ დაფქული შავი პილპილი
1/4 ჭიქა დაჭრილი რეჰანი
მომზადება
საშუალო ტემპერატურაზე ქვაბში მოათავსეთ შუაზე გაჭრილი პომიდორი, თხლად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი. თუშეთ 5 წუთით, პომიდვრების დარბილებამდე.
დაუმატეთ ქათმის ბულიონი, თეთრი ღვინო, თევზის ფილეები და დაჭრილი რეჰანი. დააფარეთ და ადუღეთ 20–25 წუთით, თევზის მოხარშვამდე.
მოაყარეთ ცოტაოდენი რეჰანი და გემრიელად მიირთვით.