ინგრედიენტები
450 გრამი პატარა ახალი კარტოფილი
230 გრამი ქამა სოკო
3 ს/კ ზეითუნის ზეთი
მსხვილი მარილი და შავი პილპილი
550 გრამი კანგაცლილი ორაგულის ფილე
1 ს/კ წითელი ღვინის ძმარი
1 ს/კ მარცვლიანი მდოგვი
1 ჩ/კ თაფლი
2 ს/კ დაჭრილი ახალი ოხრახუში
მომზადება
გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. საცხობ ლანგარზე აურიეთ შუაზე გაჭრილი კარტოფილი(დაახლ. 10 ცალი), სოკო, 1 ს/კ ზეთი და ½ ჩ/კ მარილი და პილპილი.
წვით, ამოურიეთ ერთხელ, სანამ კარტოფილები დარბილებას დაიწყებს, დაახლოებით 20 წუთით.
ბოსტნეული ლანგრის კიდეებისაკენ გადაანაწილეთ და შუაში ორაგული მოათავსეთ. შეაზავეთ ¼ ჩ/კ მარილითა და პილპილით.
წვით, სანამ ორაგული თანაბრად არ გადაიბრაწება, სოკო დარბილდება და კარტოფილები ოქროსფრად შეიფერება, დაახლოებით 12–15 წუთით.
ამასობაში, თასში ერთად ათქვიდეთ ძმარი, მდოგვი, თაფლი, ოხრახუში, დარჩენილი 2 ს/კ ზეთი და ¼ ჩ/კ მარილი და პილპილი. მიღებული ნაზავი მირთმევამდე მოასხურეთ ორაგულსა და ბოსტნეულს.