ინგრედიენტები
1 ს/კ მცენარეული ზეთი
2 კბილი დაკეპილი ნიორი
2 ცალი დაჭრილი სტაფილო
1 ცალი მწვანე ბულგარული
450 გრამი გარჩეული კრევეტები
3 ჭიქა მოხარშული ბრინჯი
1 ჭიქა ბარდა
2 ს/კ სოიოს სოუსი
2 ჩ/კ სეზამის ზეთი
1 ცალი ათქვეფილი კვერცხი
2 ს/კ დაჭრილი მწვანე ხახვი
მომზადება
საშუალო ტემპერატურაზე საშუალო ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. დაუმატეთ ნიორი და ურიეთ ერთი წუთით. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ბულგარული წიწაკა. თუშეთ 3 წუთით. შემდეგ დაუმატეთ გარჩეული კერევეტები და წვით 4 წუთით, დროდადრო მოურიეთ.
შეურიეთ ბრინჯი და ბარდა. შეაზავეთ სოიოს სოუსითა და სეზამის ზეთით. თუშეთ კიდევ 2 წუთით.
ბრინჯის ნაზავი ტაფის ერთ მხარეს კოვზით გაწიეთ და მეორე მხარეს დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი. კვერცხს შეწვამდე მუდმივად ურიეთ და შემდეგ შეურიეთ ბრინჯის ნაზავს. მორთეთ დაჭრილი მწვანე ხახვით და გემრიელად მიირთვით.