კურდღელი მდოგვის სოუსში

კურდღელი მდოგვის სოუსში

ინგრედიენტები

1   ცალი კურდღელი

მარილი

4   ს/კ კარაქი

2   ცალი დაჭრილი მწვანე ხახვი

1/2  ჭიქა თეთრი ღვინო

1/2  ჭიქა წყალი

1/2  ჭიქა მარცვლოვანი მდოგვი

1   ჩ/კ ხმელი ქონდარი

1/2  ჭიქა სქელი ნაღები

4   ს/კ დაჭრილი ოხრახუში

მომზადებ

კურდღელი სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭერით, მოაყარეთ მარილი და 30 წუთიდან 1 საათამდე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

საშუალო ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გააცხელეთ კარაქი და დაახურეთ თავსახური. კურდღლის ნაჭრები წვით კარაქში. როცა ხორცი შეიბრაწება გადმოიტანეთ თასში. დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და 3–4 წუთით თუშეთ.

დაასხით თეთრი ღვინო და აუწიეთ ტემპერატურას. ამოურიეთ ხის კოვზით, დაუმატეთ მდოგვი, რეჰანი და წყალი. აადუღეთ. დაუმატეთ მარილი გემოვნებისამებრ.

დაუმატეთ ხორცის ნაჭრები და სოუსში კარგად ამოავლეთ. დაუწიეთ გაზქურას. დააფარეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 45 წუთიდან 1 საათამდე, ხორცის კარგად მოხარშვამდე.

როცა ხორცი მზად იქნება, გადმოიტანეთ თეფშზე. აუწიეთ ტემპერატურას და ადუღეთ სოუსის განახევრებამდე. გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ ნაღები და ოხრახუში. ამოურიეთ და ჩააბრუნეთ ხორცის ნაჭრები. მიირთვით მომზადებისთანავე.