ბელარუსში გამართული აქციების დროს, სადაც მოქალაქეები უკრაინაში რუსეთის შეჭრას აპროტესტებდნენ, 530 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვიასნა“ ავრცელებს.
მინსკში აქციის მონაწილეებმა უკრაინის საელჩოს წინ დროშები და ყვავილები მიიტანეს.
შეგახსენებთ, დასავლეთში აცხადებენ, რომ ბელარუსმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.