უკრაინა ერთ-ერთი ჩვენთაგანია და გვინდა, რომ ევროკავშირში იყოს, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა “ევრონიუსთან” ინტერვიუში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის მიუხედავად, ვონ დერ ლაიენს დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს მოითხოვა, მინიშნება არ გაუკეთებია.
“ჩვენ გვაქვს პროცესი უკრაინასთან, რომელიც არის, მაგალითად, უკრაინის ბაზრის ინტეგრირება ერთიან ბაზართან.
ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, მაგალითად, ენერგეტიკულ ქსელში.
ბევრი საკითხია, სადაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ და მართლაც დროთა განმავლობაში, ისინი ჩვენი ნაწილი ხდებიან. უკრაინა ერთ-ერთი ჩვენთაგანია და გვინდა, რომ ევროკავშირში იყოს,” - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.