მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი განადგურებულია -

მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი განადგურებულია - "უკრობორონპრომი"

უკრაინამ მსოფლიოში უდიდესი თვითმფრინავის განადგურების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო კონცერნმა "უკრობორონპრომ" დაადასტურა. 

მათი ცნობით, თვითმფრინავი AN-225 "ოცნება" ოკუპანტმა გაანადგურა. მსოფლიოში უდიდესი თვითმფრინავი იყო, რომელიც გოსტომელის აეროდრომზე იყო ბაზირებული. კონცერნის ცნობით, თვითმფრინავის აღდგენაზე 3 მლრდ დოლარი და 5 წელი იქნება საჭირო.

"უკრაინა მთელ ძალისხმევას მიმართავს, რომ ეს ხარჯი ოკუპანტმა გასწიოს", - ნათქვამია "უკრობორონპრომის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გოსტომელის აეროპორტისთვის "ანტონოვ" რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. AN-225 სამგზავრო თვითმფრინავი მსოფლიოში ერთადერთი ეგზემპლარი იყო.