ინგრედიენტები
1 ცალი ორაგულის ფილე (1 კგ.მდე)
1/4 ჭიქა ორცხობილას საფანელი
1/4 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
2 კბილი დაკეპილი ნიორი
1 ს/კ დაჭრილი ქონდარი
2 ს/კ გამდნარი კარაქი
მარილი და პილპილი
მომზადება
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი. ორაგულის ფილე (1 კგ.მდე) საცხობ ლანგარზე მოათავსეთ.
პატარა თასში აურიეთ ორცხობილას საფანელი, პარმეზანი, ნიორი და მწვანილი. მოასხურეთ გამდნარი კარაქი და შეაზავეთ ½ ჩ/კ მარილითა და ¼ ჩ/კ პილპილით. საფანელი კარაქში ხელით კარგად აურიეთ.
მიღებული ნაზავი ორაგულს მოაყარეთ. აცხვეთ 10–12 წუთით ორაგულის შეწვამდე და თავზე ნაზავის გადაბრაწვამდე. მიირთვით თბილი.