ინგრედიენტები
1 თავი გახეხილი კომბოსტო
3 ცალი გახეხილი სტაფილო
1 ჭიქა მაიონეზი
1/4 ჭიქა თეთრი ძმარი
1 ჩ/კ ნიახურის თესლი
1/4 ჭიქა შაქარი
მარილი
ახლად დაფქული შავი წიწაკა
მომზადება
დიდი ზომის ჯამში ჩაყარეთ გახეხილი კომბოსტო(უნდა მიიღოთ 6 ჭიქა) და სტაფილო(უნდა მიიღოთ 1 ჭიქა) აურიეთ ერთმანეთში.
ცალკე, საშუალო ზომის ჯამში, ერთმანეთს შეურეით მაიონეზი, ძმარი, ნიახურის თესლი, შაქარი, მარილი და წიწაკა.
მიღებული მასა დაუმატეთ კომბოსტოსა და სტაფილოს, კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში გასაგრილებლად.