„ლეიბორისტების" მტკიცებით, სასოფლო ინსტიტუტის დასახლებაში, მათ მიერ "ღორების ქუჩად" წოდებულ ტერიტორიაზე შს მინისტირმა, ვანო მერაბიშვილმა მრავალსართულიანი სასახლე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული ფულით ააშენა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნულ ტერიტორიაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილის ასეულობით მილიონი დოლარით მერაბიშვილმა სახლები, არა მარტო თბილისში, არამედ ბათუმში, შვეიცარიასა და პალმა დე მალიორკაზეც შეიძინა.
ნათელაშვილის თქმით, სასახლის ახლოს ზემო აფხაზეთიდან დევნილები 7 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილი და მათ ყურადღებას არავინ აქცევს.
„ნახოს მთელმა საქართველომ - ივანიშვილისგან მერაბიშვილისთვის მიცემული ასეულობით მილიონი დოლარიდან არა მარტო ტყვია-წამალი იყიდეს, არამედ ეს სასახლეც ააშენა. ამ სასახლის ნაწილში ჩვენ მერაბიშვილის მიერ დახოცილების მემორიალურ მუზეუმს გავხსნით, ნაწილში კი ჩვენ მეზობლებს შევასახლებთ, რომლებიც ფარდულებში ცხოვრობენ და 7 თვეა, დენი არ აქვთ. ამ ფუქსავატმა ღორებმა მიითვისეს ყველაფერი, ეს მერაბიშვილის ქონების 01%-ია, რომელიც მშიერი იყო და ნეხვის სუნი ასდიოდა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ამასთან, აქციაზე მყოფმა დევნილებმა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, განაცხადეს, რომ მათ ჭორის დონეზე იციან, რომ აღნიშნული სასახლე ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის. მათივე თქმით, 7 თვეა, ელექტროენერგია იმის გამო გაუთიშეს, რომ ქვითრებზე არარსებული დავალიანება მოსდით, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებენ.