რა დაჯდა საქართველო-რუსეთის ომის ერთი დღე?

რა დაჯდა საქართველო-რუსეთის ომის ერთი დღე?

ანალიზის, სტრატეგიისა და ტექნოლოგიის ცენტრის ანალიტიკოსებმა დაითვალეს, რომ ომის ერთი დღე სამხრეთ ოსეთში რუსეთს 2,5 მილიარდი რუბლი დაუჯდა, ხოლო საქართველოსთვის საომარი მოქმედებების ერთი დღე 4,8 მილიარდი რუბლი ღირდა, ანუ დაახლოებით 20 მილიონი დოლარი.

2 მილიარდი რუბლი დღეში ეს არის ის მინიმუმი, რასაც რუსეთი ომის დროს დღეში ხარჯავდა. და ეს მხოლოდ სუფთა სამხედრო ხარჯებია, მაგრამ მასში შესულია ასევე სამშვიდობო ხაზით ჰუმანიტარული დანახარჯებიც, დევნილების ევაკუაცია და განთავსება, მათი აღჭურვა საჭირო ნივთებით და სამედიცინო დახმარება.

ცენტრმა დაითვალა ის, რისი დათვლაც შესაძლებელი იყო, მაგალითად, ვერტმფრენისა და თვითმფრინავის ერთი გაფრენა, ტანკის დღეღამური გამოყენება, ქვეითი ჯარის სამხედრო მანქანების, გემის საწვავის დანახარჯი. ცენტრის დირექტორის სიტყვებით, რუსული განადგურებული ტექნიკის დათვლა მათ ჯერჯერობით არ დაუწყიათ, რადგანაც თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ გაახმაურა.

მათ მხოლოდ თვითმფრინავების დაკარგვის შესახებ გააკეთეს განცხადება. სამი „სუ-25“ და ერთი „ტუ-22ემ3“. მხოლოდ დაკარგული თვითმფრინავების ზარალი რომ დავთვალოთ, მაშინ ომის ერთი დღის ზარალი 2,5 მილიარდი რუბლი ხდება. სამხედროები არც კი საუბრობენ დაზიანებული ტანკების შესახებ, არადა, ასეთი დანაკარგები იყო, რაც სამხრეთ ოსეთის ტელერეპორტაჟებიდანაც კარგად ჩანს. ასევე არ იყო გათვალისწინებული დახარჯული სამხედრო არსენალის ზარალიც. ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლება, ის არის, რომ ძვირადღირებული იარაღი ნაკლებად იყო გამოყენებული. ძირითადად ცეცხლს ხსნიდნენ ჩვეულებრივი, იაფფასიანი მასრებიდან და რაკეტებიდან. დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთი განსაკუთრებულად ბევრ თანხას კავკასიაში საწვავზე ხარჯავდა,  დღე-ღამეში - 1,2 მილიარდი რუბლი.

საქართველოსთვის ომის ხარჯების დათვლა უფრო რთულია, რადგან მან როგორც ადამიანები, ისევე საომარი ტექნიკა რუსეთთან შედარებით სერიოზული უპირატესობით დაკარგა. ზუსტ მონაცემებს ქართველები მალავენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა 24 საათის განმავლობაში 200 მილიონ დოლარზე მეტს კარგავდა. მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი ნიუანსი. საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი მთლიანად ამერიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

2007 წელს ქართულმა ხარჯებმა მილიარდი დოლარი შეადგინა. ქართველებს ასეთი ფული არ აქვთ. ამასთანავე, ისიც ცნობილი გახდა, რომ ქართველები მსოფლიოს იარაღზე 50-80 პროცენტის ფასდაკლებით სარგებლობდნენ.