(იბეჭდება შემოკლებით)
საქართველოს სსრ ცეკას ყოფილ პირველ მდივანს, ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ ამბროსის-ძე შევარდნაძეს ასაკი გადაკეთებული ჰქონია და სინამდვილეში 80 წლის მოხუცია!
ოფიციალური მონაცემებით, წელს, 25 იანვარს შევარდნაძეს 77 წელი შეუსრულდა, მაგრამ 1963 წლის აგვისტოში გამოცემული წიგნი-ცნობარი, რომელშიც მაშინდელი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების სიაა გამოქვეყნებული და ამ ტიპის დოკუმენტებს თავის დროზე რენტგენის სხივებში ატარებდა ყოვლისშემძლე საბჭოთა КГБ, რათა ნებისმიერი შეცდომა (მექანიკურიც კი) გამორიცხულიყო, სულ სხვას ღაღადებს!
კერძოდ, ცნობარში სრულიად შავით თეთრზე წერია, რომ საქვეყნოდ ცნობილი 1928 წლის ნაცვლად, ედუარდ ამბროსოვიჩი 1925 წელს არის დაბადებული!
ზუსტად ძალიან ძნელია იმის დადგენა, სამი წლით როდის გაიახალგაზრდავა შევარდნაძემ თავი!
ისიც გამოცანად რჩება, გაგანია მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ცეცხლის ალში გახვეული ცა და დედამიწა ერთიანად იწვოდა და 1943 წელს სტალინგრადთან ფაშისტებმა საუკეთესო არმიებს მოუყარეს თავი, რატომ არ გაიწვიეს ომში 18 წლის (და არა 15 წლის) შევარდნაძე!