როგორც ჩანს, Spider-Man: No Way Home-ის მთავარი როლის შემსრულებლისგან, ტომ ჰოლანდისგან, განსხვავებით, ენდრიუ გარფილდს საიდუმლოების შენახვა კარგად შეუძლია.
ბოლო Spider-Man-ში ენდრიუ გარფილდი ტობი მაგუაიართან და ტომ ჰოლანდთან ერთად მონაწილეობდა. თუ ტომ ჰოლანს ადამიანი ობობას შესახებ სპოილერები ხშირად წამოსცდენია, ენდრიუ გარფილდი კარგად ახერხებს, რომ ფილმთან დაკავშირებულ ფაქტებზე საუბარს თავი აარიდოს. როგორც გარფილდის ბოლო ინტერვიუდან ვიგებთ, მან თავის ყოფილ შეყვარებულ ემა სტოუნსაც კი არ გაუმხილა, რომ Spider-Man: No Way Home-ში იღებდა მონაწილეობას.
"როცა ბოლო Spider-Man-ის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ემა მწერდა, "მართლა ვიღებდი თუ არა ფილმში მონაწილეობას", მე კი ვუპასუხე, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რაზე ლაპარაკობდა", — ამბობს გარფილდი.
"ემა კითხვების დასმას აგრძელებდა და მთხოვდა "უბრალოდ სიმართლე მეთქვა", მე კი ვუპასუხე, რომ გულწრფელად ვიყავი და არაფერი ვიცოდი. "იდიოტი ხარ" — ეს იყო ემას პასუხი სიმართლის გარკვევის შემდეგ", — იხსენებს მსახიობი.
გარფილდი და ემა სტოუნი 2012 წელს The Amazing Spider-Man-ში და 2014 წელს ამ ფილმის გაგრძელებაში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გარფილდს ტრილოგიაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მომდევნო ფილმის გადაღებები გაუქმდა. ამ მოვლენებმა კი ტომ ჰოლანდი ახალ ადამიან ობობად აქცია, რომლის დებიუტიც 2016 წელს Captain America: Civil War-ში შედგა.