დაესწრება თუ არა ხვალინდელ პროცესს მიხეილ სააკაშვილი, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ბრალდება არ ფლობს. როგორც მოგეხსენებათ, ის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა ჩვენ მაინც გვაქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ სააკაშვილი ხვალინდელ სხდომაზე გამოცხადდება, - ამის შესახებ პროკურორმა, ლაშა ცხვიტარიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტმა წინა სასამართლო სხდომაზე მისი დაახლოებით საათნახევრიანი სიტყვა გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებებისთვის და მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე.
„მას არ უსაბრია 7 ნოემბერს განხორციელებულ ძალადობრივ დარბევებზე, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრაზე და საერთოდ არ უსაუბრია ბადრი პატარკაციშვილის ქონების და მისი ოჯახის ქონების ძალადობრივ მიტაცებაზე. სასამართლომ ცალსახად დააფიქსირა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმის დაშვებას, რომ ბრალდებულმა ისაუბროს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მოვლენებზე და საერთოდ არ შეეხოს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლომ იქვე განმარტა, რომ ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან. ჩვენ ცხადია არ ვეთნხმებით სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას და არაერთხელ მივმართეთ, რომ შეწყვეტილიყო სხდომის მსგავსი სახით მიმდინარეობა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლომ ეს არ მიიღო მხედველობაში. ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ მომდევნო სხდომები მსგავს რეჟიმში არ გაგრძელდება და ეს გამონაკლისი იქნება მხოლოდ ერთჯერადი სახის“, - განაცხადა პროკურორმა.