შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სათამაშო აპარატების სალონის უკანონო მოწყობის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სათამაშო აპარატების სალონის უკანონო მოწყობის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონით გათვალისწინებული  ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის“  ნებართვის გარეშე საქმიანობის ფაქტი გამოავლინეს.  

კერძოდ, მეწარმე სუბიექტს,  ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე,  4 სათამაშო აპარატი უკანონოდ ჰქონდა განთავსებული.  

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქმის მასალები  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.