ტომ ჰენკსმა განაცხადა, რომ უილიამ შეტნერამდე კოსმოსში გაფრენა მას შესთავაზეს, მაგრამ არ სურდა, ამის გამო 28 მილიონი დოლარი გადაეხადა.
Star Trek-ის 90 წლის მსახიობი, უილიამ შეტნერი Blue Origin-ის რაკეტით კოსმოსში 13 ოქტომბერს გაფრინდა. შეტნერმა კარმანის ხაზის სახელით ცნობილ ზღვარს მიაღწია, რომელიც ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსა და კოსმოსის მიჯნად მიიჩნევა.
შეტნერის ფრენა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსის მისიას წარმოადგენდა, რომელიც ასევე იმყოფებოდა კოსმოსში და მისი ფრენა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.
მერე კი გაირკვა, რომ მანამდე ეს შესაძლებლობა ტომ ჰენკსს ეძლეოდა, ოღონდ უფასოდ სულაც არა...
რადგან შეტნერის მოგზაურობა საკმაოდ პოპულარულ ამბად იქცა, ტომ ჰენკსს ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, სიმართლე იყო თუ არა, რომ ფრენა პირველი მას შესთავაზეს.
"დიახ, იმ პირობით, რომ გადავიხდიდი. ეს დაახლოებით 28 მილიონი დოლარი ღირდა და ამის საშუალებაც მაქვს, მაგრამ ამისთვის ამდენის გადახდას არ ვაპირებ", — უპასუხა მსახიობმა.
რაც შეეხება კოსმოსში მოგზაურობას, ცნობილია ისიც, რომ მალე ტომ კრუზი ილონ მასკთან და Nasa-სთან შეთანხმებით ახალ ფილმში მონაწილეობის მისაღებად კოსმოსში გაფრინდება, რომელსაც Edge of Tomorrow‘s რეჟისორი დაგ ლაიმანი გადაიღებს. SpaceX-ის ფრენა 2021 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა, მაგრამ 2022 წლამდე გადაიდო.