რამდენიმე საათის წინ ლონდონში მარველის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმის Eternals-ის პრემიერა შედგა, რომელშიც მთავარ როლებს ჰოლივუდის საკულტო მსახიობები ანჯელინა ჯოლი, სელმა ჰაიეკი, რიჩარდ მადენი და კიტ ჰარინგტონი ასრულებენ.
ფილმის პრემიერას სელმა ჰაიეკი ქალიშვილთან, 14 წლის ვალენტინასთან ერთად დაესწრო.
ვარსკვლავური დედა-შვილის საერთო გამოჩენამ წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადრება მიიპყრო.
სელმა ფილმის პრემიერაზე “სან ლორანის” წითელი კაბით გამოჩნდა.