ესპანეთში Netflix-ის გახმაურებული სერიალიდან „კალმარის თამაში“ კუბოების დამზადება დაიწყეს. ამის შესახებ გამოცემა La Tercera წერს.
სარიტუალო სახლმა Arcae-მ კუბო დამკრძალავი კულტურის ყოველწლიურ გამოფენა Funermostra-ზე წარადგინა, რომელიც ქალაქ ვალენსიაში გაიმართა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ეგზემპლარია დამზადებული, რომელიც საგანგებოდ, გამოფენისთვის შეიქმნა.